012

siaxleebi

2016-02-05

ასოციაციაში მიღებულია ახალი წევრი - ტაკედა ოსტეუროპა ჰოლდინგის წარმომადგენლობა საქართველოში

ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით კომპანია  ტაკედა ოსტეუროპა ჰოლდინგის წარმომადგენლობა საქართველოში მიღებულია ასოციაციის წევრად

2015-11-28

პორტალი jandacva.ge - "ირაკლი მარგველაშვილი : “ჯენერიკი არის ეტიკეტი და ეს სიტყვა ნურავის აშინებს"

პორტალზე http://jandacva.ge გამოქვეყნდა სტატია დასახელებით "ირაკლი მარგველაშვილი : “ჯენერიკი არის ეტიკეტი და ეს სიტყვა ნურავის აშინებს”"
სტატია მომზადებულია იმ გამონათქვამების საფუძველზე, რომელიც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა გააჟღერა სატელევიზიო არხზე "მაესტრო" გადაცემაში "საქმიანი დილა" 2015 წლის 27 ოქტომბერს. სტატია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
http://jandacva.ge/irakli-margvelashvili-jeneriki-aris-etiketi-da-es-sityva-nuravis-ashinebs/

2015-11-03

ასოციაცია შეუერთდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის

2015 წლის 3 ნოემბერს ასოციაცია შეუერთდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ ორგანიზაციებს შორის. ხელმოწერის ღონისძიება  შედგა საანგარიშო შეხვედრაზე ინდუსტრიის პარტნიორებთან გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის დარგში. თსუ -ს მხრიდან მემორანდუმს ხელს აწერს რექტორი აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა. მემორანდუმი ითვალისწინებს თსუ-ში განხორციელებულ საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების განვითრების ხელშეწყობას გამოყენებითი ბიომეცნიერებების და ბიოტექნოლოგიის დარგში

2015-09-27

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებს საპატანტო და წამლის რეგულირების სფეროში, შეხევდრა 27 სექტემბერს

კვირას, 27 სექტემბერს ასოციაციამ მიიღო მონაწილოება შეხვედრაში, რომელიც გაიმართა
სასტუმრო ქოურთიარდ მერიოტში და მიეძღვნა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დაგეგმილ ცვლილებებს საპატანტო და წამლის რეგულირების სფეროში.
შეხვედრას უძღვებოდნენ საქპატენტის ხელმძღვანელი ნ.გოგლიძე და პაციენტთა ზიანის შემცირების ასოციაციის ხელმძღვანელი პ. საბელაშვილი. წარმოდგენილი იყო ცვლილებების პროექტი და გადაწყდა რომ ასოციცია მიიღებს მონაწილობას ცვლილებების პროექტის განხილვის პროცესში.
2015-09-23

ჯანდაცვის სამინისტროს და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის Global Alliance for Health and Social Compact (GAHSC) პრეს კონფერენცია

ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმომადგენელი  საექსპერტო მხარის სტატუსით ასოციაციამ მიიღო მონაწილეობა დაავადებათა კონტროლის ცენტრის შენობაში გამართულ პრეს-კონფერენციაში, რომლიც ორგანიზატორებიც იყვნენ ჯანდაცვის სამინისტრო და სამინისტროს მიერ დაქირავებული საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიის Global Alliance for Health and Social Compact (GAHSC) წარმომადგენლები. წარმოდგენილი იქნა  ინფორმაცია ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელ კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებების ძირითადი პრინციპების შესახებ და სამინისტროს ხელმძღვანელობის მიერ  გამოხატული იქნა მზადყოფნა რომ ასოციაციამ სამომავლოდ მიიღოს მონაწილოება მომზადებული პროექტის განხილვაში.

2015-07-30

ასოციაციის ჩართვა პროექტში "ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება""

ევროკავშირის ექსპერტების მიწვევით ასოციაცია ერთვება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტის ფარგლებში მიმდინარე პროექტში "ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერება" და რეგულარულად მონაწილეობას იღებს სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში

2015-04-23

ფკწას სპონსორობა და მონაწილეობა WHO/EFMA (მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია/სამედიცინო ასოციაციების ევროპის ფორუმი) კომიტეტის შეხვედრაში, თბილისი, 23-24 აპრილი

2015 წლის 23-24 აპრილს თბილისში (სასტუმროში რედისონ ბლუ თბილისი) გაიმართა WHO/EFMA (მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია/სამედიცინო ასოციაციების ევროპის ფორუმი) კომიტეტის შეხვედრა. ღონისძიების ორგანიზატორები და მასპინძლები: საქართველოს სამედიცინო ასოციაცია (დირექტორთა საბჭოს თავჯდომარე პროფესორი გია ლობჟანიძე). ღონისძიება გახსნა ჯანმრთელობის, შრომის და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრის მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ.

ჩვენმა ასოციაციამ სპონსორობა გაუწია აღნიშნულ შეხვედრას . ასევე ასოციაციის აღმასრულებელი დორექტორის ირაკლი მარგველაშვილის მიერ მომზადდა და წარდგენილი იყო პრეზენტაცია დასახელებით: "საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ეთიკური ასპექტები პაციენტთა უსაფრთხობისა და ექიმების დამოუკიდებლობისთვის"

2015-04-08

ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები

მიმდინარე წლის 8 აპრილს ასოციაციის საერთო კრებაზე გაიმართა ასოციაციის გამგეობის მორიგი არჩევნები. გამგეობის წევრებად არჩეული იქნენ: მ.გიორგობიანი ( სანოფი-ავენტისი) , მ.ხეცურიანი ( სერვიე) , გ.ღვინეფაძე (გლაქსო), მ.ასათიანი (როშე), გ,ფირცხალაიშვილი (სანდოზი)
გამგეობის თავჯდომარედ ხმათა უმრავლესობით  არჩეული იქნა ბ-ნი გრიშა ფირცხალაიშვილი .

2015-03-15

რადიო გადაცემა "კვირის დიალოგი": ი.მარგველაშვილის მონაწილეობა პირველ სამედიცინო რადიოს MED FM 100.3 გადაცემაში. თემა: ფარმაცევტული ბაზარი– წამლების ფასების ცვლილებები

გადაცემის აუდიო ჩანაწერის მოსმენა შესაძლებელია იხილოთ აქ

2015-03-02

ასოციაციის მიერ ორგანიზებული სესია ადამ სმიტის საერთაშორისო კონფერენციაზე (2015 წლის 12 თებერვალი, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია)

2015 წლის 12 თებერვალს ასოციაციის მიერ იქნა ორგანიზებული პანელური სესია ადამ სმიტის საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისთვის, რომელიც იმართებოდა მოსკოვში (რუსეთის ფედერაცია) 10-13 თებერვალს. ჩართვა თბილისის სტუდიიდან განხორციელდა პირდაპირი აუდიო-ვიდეო კავშირით სკაიპ შეერთების გამოყენებით. თბილისის სტუდიის სტუმრები იყვნენ : დავით კილაძე (კომპანიაGPC JSC გენერალური დირექტორი, გიორგი ანთაძე (კომპანია GMP გენერალური დირექტორი), ზაზა ჩაფიჩაძე (ჯანდაცვის სამინისტროს რეგისტრაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი), გრიგოლ ფირცხალაიშვილი (ფარმაცევტული ინდუსტრიის ექსპერტი). სესიის მოდერატორი ირაკლი მარგველაშვილი, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი. სესია ორგნიზებული იქნა ასოციაციის მიერ ადამ სმიტის ინსტიტუტის წარმომადგენლების თხოვნით, ადამ სმიტის კონფერენციის მონაწილეების მხრიდან საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის და ფარმაცევტული ინდუსტრიის მიმართ გამოხატული დიდი ინტერესიდან გამომდინარე. სესიის მიმდინარეობისას კონფერენციის მონაწილეებმა თბილისის სტუდიის სტუმრებს დაუსვეს სხვადსხვა შეკითხვები. სესიის სრული ვიდეო ატვირთული იქნა ინტერნეტ რესურზე youtube და შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე