012

siaxleebi

2016-12-07

ასოციაციის მონაწილეობა მწარმოებლების და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის IFPMA 28-ე გენერალურ ასამბლეასა და IFPMA წევრი ასოციაციების ხელმძღვანელების და ფედერაციის საბჭოს შეხვედრაში (ვაშინგტონი, აშშ).

29 ნოემბერს ქალაქ ვაშინგტონში გაიმართა IFPMA წევრი ასოციაციების ხელმძღვანელებისა და ფედერაციის საბჭოს შეხვედრა, ხოლო 30 ნოემბერს კი, IFPMA 28-ე გენერალური ასამბლეა. ორივე ღონისძიებაზე  ჩვენი ასოციაცია წარმოდგენილი იყო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი მარგველაშვილის  და გამგეობის ხელმძღვანელის გრიგოლ ფირცხალაიშვილის სახით.

წლევანდელმა გენერალურმა ასამბლეამ შეკრიბა 130-ზე მეტი გლობალური ჯანდაცვის ლიდერი,  სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, აკადემიური წრეები, დაინტერესებული მხარეები,  პარტნიორები, რათა განეხილათ პაციენტების მხრიდან ინოვაციური მედიკამენტების აქტიური გამოყენება 2030 წლისათვის.  გენერალურ ასამბლეაზე გაიმართა დისკუსიები ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ფოკუსირების მოხდენა ფარმაცევტულ ინოვაციებზე და მის წვლილზე ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით.  ასამბლეაში მონაწილეობდენ შემდეგი მომხსენებლები:

  • პროფესორი პიტერ ჯეი ჰოტეზი - ტროპიკული მედიცინის ეროვნული სკოლის და სამედიცინო კოლეჯ ბეილორის დეკანი;
  • მოდერატორი: ბ-ნი რიტზ ხანი -საერთაშორისო ჟურნალისტი;
  • დოქტორი კერი ადამსი - კიბოს საერთაშორისო კონტროლის გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორი;
  • დოქტორი ანსელმ ჰენისი- ამერიკის ჯანდაცვის ორგანიზაციის და არაინფექციური დაავადებებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დეპარტამენტის დირექტორი;
  • დოქტორი ანდრეას სეიტერი - მსოფლიო ბანკის უფროსი სპეციალისტი მედიკამენტების სფეროში;
  • პროფესორი კენჯი შიბუია - ტოკიოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის გლობალური პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
  • დოქტორ დურან ვონგ - რიეგერ - იშვიათი დაავადებების კანადის ორგანიზაციის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი;
  • მერი ლუ ვალდესი - აშშ კვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაციის საერთაშორისო პროგრამების ასოცირებული კომისარი;
  • დოქტორი ბენტე მიკელსენ - არაინფექციური დაავადებების პრევენციისა და კონტროლის, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სამდივნოს ხელმძღვანელი;
  • პროფესორი ჯონ რიდერი - ტროპიკული დაავადებების გამოკვლევებისა და ტრენირების სპეციალური პროგრამის დირექტორი.

 კომპანია Pfizer – ის გამგეობის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი - იან სი რიდი, არჩეულ იქნა მწარმოებლების და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFPMA) ახალ პრეზიდენტად, ორწლიანი ვადით. ბატონი რიდი გეგმავს მნიშვნელოვანი აქცენტის გაკეთებას ჯანდაცვის ინოვაციური ეკოსისტემების დანერგვის ხელშეწყობისათვის,  პარტნიორობების გაფართოებასა და ფოკუსირების მოხდენას, პაციენტებზე ორიენტირებულ სისტემურ მიდგომებზე,  მთელი ცხოვრების მანძილზე ადამიანისათვის ჯანმრთელობის უზრუნველსაყოფად.

ტომას ქუენი, შვეიცარიიდან, დასახელდა  მწარმოებლების და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFPMA) მომდევნო გენერალურ დირექტორად. ქუენი შეცვლის ედუარდო პიზანის, რომელიც   IFPMA -ს სათავეში 7 წლის განმავლობაში იმყოფებოდა. 

იხილეთ ფოტოგალერეა.

 

 

 

2016-12-06

ცვლილება ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის მარკეტინგის კოდექსში

  •  ასოციაციის წევრების გადაწყვეტილებით, 2016 წლის აპრილში მარკეტინგული კომპანია TNS-ის მეშვეობით ჩატარებულ იქნა კვლევა მომხსენებლის/მოდერატორის ანაზღაურების მოცულობის შესახებ, რომლებიც მოწვეულნი არიან  ფარმაცევტული კომპანიების მიერ ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისთვის მოწყობილი და დაფინანსებული პროფესიული, სამეცნიერო თუ მარკეტინგული ხასიათის შეკრებაზე, რომლის მიზანია ჯანმრთელობის დაცვის პერსონალისთვის ფარმაცევტული პროდუქტების შესახებ და/ან სამეცნიერო-საგანმანათლებლო ხასიათის ინფორმაციის მიწოდება.
  • კვლევის მიზანი იყო მოდერატორებისა და მომხსენებლების ანაზღაურების რეალური მონაცემების დადგენა 2014 წელს (ფ.კ.წ.ა.ს კოდექსის შექმნის თარიღი) არსებულ მონაცემებთან შედარებით. გამოკითხული იქნა, როგორც ჯანდაცვის სპეციალისტები (ე.წ. ოპინიონ ლიდერები), ასევე ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლობები საქართველოში, როგორც ასოციაციის წევრი, ასევე არაწევრი კომპანიები.
  • კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 2016 წლის 8 ნოემბერს ასოციაციის  გამგეობის კრების გადაწყვეტილების შესაბამისად, ეთიკის კოდექსის დანართ №2 - ში , №14 პუნქტში შევიდა ცვლილება.

განახლებული ეთიკის კოდექსი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:     ფკწას - მარკეტინგული საქმიანობის კოდექსი 2014.pdf                                                                     

 

 

2016-10-03

ასოციაციაში მიღებულია ახალი წევრი - შპს „ფარმასეუთიკალ რისერჩ ესოშიეთს ჯორჯია“

ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით კლინიკური კვლევების საერთაშორისო კომპანია ფარმასეუთიკალ რისერჩ ესოშიეთს ჰელფქეარ საიენსის წარმოამდგენლობა საქაერთველოში   შპს „ფარმასეუთიკალ რისერჩ ესოშიეთს ჯორჯია“ მიღებულია ასოციაციის წევრად. ინფორმაცია კომპანიის შესახებ და მისი საერთაშორისო აქტივობებთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ კომპანიის ვებ გვერდზე

2016-09-09

ასოციაციის მონაწილეობა (სპონსორობა და პრეზენტაციის წარდგენა ) სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის (SEEMF) მეშვიდე საერთაშორისო კოგრესში

ასოციაციამ განახორციელა  სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სამედიცინო ფორუმის (SEEMF) მეშვიდე საერთაშორისო კოგრესის სპონსორობა , რომლის ორგანიზატორი იყო საქართველოს ექიმთა ასოციაცია (სეა). კონგრესი გაიმართა ქ.ბათუმში და  სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს საექიმო საზოგადოების წარმომადგენლები, ჯანდაცვის სპეციალისტები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ირაკლი მარგველაშვილმა წარადგინა პრეზენტაცია ასოციაციის საქმიანობის შესახებ. კონგრესის დეტალები იხილეთ ბმულზე

2016-07-29

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციასთან

გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი   ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციასთან. მემორანდუმის ფარგლებში ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაცია ხელს შეუწყობს ქვეყანაში მოქმედ სამედიცინო პროფილის ასოციაციებში (მათ შორის ჩვენი ასოციაცია) არსებული სიახლეების, გეგმების და პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას ჯანდაცვის ჟურნალისტთა ასოციაციის საკომუნიკაციო პლატფორმების მეშვეობით. დაიგეგმება ერთობლივი პროექტები და ღონისძიებები მხარეებს შორის გამართული წინასწარი მოლაპარაკებების შედეგად. მოხდება სამედიცინო პროფილით მომუშავე ასოციაციების საქმიანობის აქტიური საინფორმაციო მხარდაჭერა.

2016-06-05

კონფერენცია „პროდუტი არის პროცესი“

საქართველოში ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ორგანიზებით 5 ივნისს სასტუმრო ამბასადორი, კაჭრეთში ჩატარდა კონფერენცია „პროდუტი არის პროცესი“

 კონფერენციაზე განიხილულ იქნა ბიოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტების რეგულაციების საერთაშორისოდ არსებულ ნორმები, ბიომიმსგავსებული და არშედარებადი ფარმაცევტული პროდუქტების რეგულაციის თავისებურებები, ევროპის წამლის სააგენტოსა (EMA) და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის (WHO) მიერ მოწოდებული რეკომენდაციები.

აღნიშნული კონფერენციის ფარგლებში ასოციაციის მიერ   მოწვეული იყო პროფესორი ბ-ნი ბრუნო ფლამიონი, ნამურის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიის პროფესორი, ევროპის წამლის სააგენტოს (EMA) ექსპერტი (2000-2011წ.).

ბატონი ბრუნო ფლამიონის მოხსენების თემა იყო ,, ბიომიმსგავსებები და სხვა ასლები,,.

მომსხენებლის მიერ დეტალურად იქნა განხილული ბიოლოგიური პროდუქტების მრავალფეროვნება, დეფინიციები და კონცეფცია, ბიომიმსავსებულობის შეფასება, ევროკავშირში არსებული საკანონმდებლო გარემო, ჯანმო-ს გაიდლანი, სხვა და სხვა მნიშვნელოვანი მაგალითი და სტატისტიკური მონაცემი.ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბიოლოგიური პროდუქტები მიღებული სრულიად განსხვავებული საწარმოო პროცესის შედეგად შეუძლებელია იყოს იდენტური, ისინი შესაძლოა იყოს მხოლოდ მსგავსი. პროდუქტის შემადგენლობის ნებისმიერმა უმნიშვნელო ცვლილებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს პაციენტის უსაფრთხოებასა და მკურნალობის შედეგებზე.

აღნიშნულ კონფერენციას ესწრებოდნენ საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ექსპერტები, ექიმები და პაციენტთა ორგანიზაციის წარმომადგენლები.

 კონფერენციაზე გაჟღერდა, რომ IFPMA-ს საერთაშორისო წერილობითი პოზიცია წარდგენილი იქნება საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში.

 

 
     
     

 

2016-05-16

ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები

მიმდინარე წლის 16 მაისს ასოციაციის საერთო კრებაზე გაიმართა ასოციაციის გამგეობის მორიგი არჩევნები. გამგეობის წევრებად არჩეული იქნენ: მ.გიორგობიანი ( სანოფი-ავენტისი) , მ.ხეცურიანი ( სერვიე) , მ.მაისურაძე  (ასტრა ზენეკა), მ.ასათიანი (როშე), გ,ფირცხალაიშვილი (სანდოზი)
გამგეობის თავჯდომარედ ხმათა უმრავლესობით  არჩეული იქნა ბ-ნი გრიშა ფირცხალაიშვილი .

 

2016-05-16

ასოციაციაში მიღებულია ახალი წევრი - Schering-Plough Central East AG in Georgia

ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით კომპანია  Schering-Plough Central East AG, საქართველოში მიღებულია ასოციაციის წევრად

2016-05-16

ასოციაციაში მიღებულია ახალი წევრი - ბაიერ ქონსუმერ ჰელს სქაი მედია, საქართველო

ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით კომპანია  ბაიერ ქონსუმერ ჰელს  სქაი მედია, საქართველო საქართველოში მიღებულია ასოციაციის წევრად

2016-05-16

ასოციაციაში მიღებულია ახალი წევრი -ს.ს. " Bayer Pharma A.G. " წარმომადგენლობა საქართველოში

ასოციაციის საერთო კრების გადაწყვეტილებით კომპანია ს.ს. " Bayer Pharma A.G. " წარმომადგენლობა საქართველოში  მიღებულია ასოციაციის წევრად