012

sxvadasxva

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია საქართველოში - საჯარო პრეზენტაცია, 2010 წლის 16 მარტი

2010 წლის    16 მარტს საკონფერენციო დარბაზში თბილისი ივენთ ჰოლი ჩატარდა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის საზეიმო პრეზენტაციის ღონისძიება. პრეზენტაცია ორგანიზებული იქნა შემდეგი კომპანიების მხარდაჭერით:  ბერლინ-ხემი/მენარინი, გლაქსოსმიტკლაინი, ჰოფმან ლა როში, ფაიზერი, სერვიე, ნოვარტის ჯგუფი, ნიკომედი, სანოფი-ავენტისი, MSD (შერინგ-პლაუ), იპსენ ფარმა, ვიორვაგ ფარმა.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა ინფორმაცია ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის (ფკწას) შექმნის, მისი მიზნებისა და ამოცანების შესახებ. ასევე წარმოდგენილი იქნა ზოგადი ინფორმაცია საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარაზე არსებული პრობლემებისა და მათი გადაწყვეტის გზებისა და მეთოდების შესახებ. გახმოვანებული იქნა ფკწას საერთაშორისო აღიარების ფაქტი - ფკწას გაწევრიანება ფარმაცევტული მწარმოებლებისა და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (IFPMA) რიგებში. გაშუქებული იქნა მეცნიერულ კვლევებსა და განვითარებაზე დაფუძნებული საერთაშორისო ინოვაციური ფარმაცევტული კომპანიების როლი პაციენტების კეთილდღეობის საქმეში. ასევე დამსწრეთათვის მიწოდებული იქნა ინფორმაცია ფკწას წევრი ფარმაცევტული კომპანიების მიერ საქართველოში განხორციელებული სოციალური აქტივობის შესახებ. კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენდა   ფკწას საქმიანობის ძირითადი და უპირველესი მიზანი - ხელი შეუწყოს საქართველოში თანამედროვე, ეთიკური და ღია ფარმაცევტული ბაზრის შექმნას.

მოხსენებით გამოვიდნენ ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი, ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე მარინა გიორგობიანი (კომპანია სანოფი ავენტისი) , ხოლო ასოციაციის სოციალური აქტივობის შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა ზურაბ ნატროშვილმა (კომპანია გლაქსოსმიტკლაინი). პრეზენტაციების pdf ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ჩვენს ვებ გერდზე.

ფოტო გალერეა

 

 

TOTAL PRESENTATION APCRG MARCH 16, 2010, Georgian Version.pdf