012

sxvadasxva

ასოციაციის მიერ ორგანიზებული მრგვალი მაგიდა, სასტუმრო თბილისი მერიოტი

16 მარტს, სასტუმრო თბილისი მერიოტში, ჩვენმა ასოციაციამ გამართა მრგვალი მაგიდა-სამუშაო შეხვედრა, რომელზედაც მოწვეული იყვნენ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

წარმოდგენილი იქნა სამი პრეზენტაცია:

1) წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ კანონთან დაკავშირებული საკითხები - ბიოლოგიური სამედიცინო პროდუქტების რეგისტრაციის ასპექტები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციების გათვალისწინებით .

მომხსენებელი - ქ-ნინინო გოჩიტაშვილი, კომპანია ჰოფმან ლა როშის საქართველოს წარმომადგენლობის სამედიცინო დირექტორი

2) კონტრაფაქტული სამედიცინო პროდუქციის მიმოქცევასთან დაკავშირებით მსოფლიოში შექმნილი მდგომარეობა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინიციატივით დაარსებული კონტრაფაქტული სამედიცინო პროდუქციის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო სამუშაო ჯგუფის მონაცემები

მომხსენებლი- ბ-ნი ირაკლი მარგველაშვილი, ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი

3) ფარმაკოზედამხედველობა -ძირითადი პრინციპები და მათი აქტუალობა

მომხსენებლი -ქ-ნი მარინე გიორგობიანი, ასოციაციის გამგეობის თავჯდომარე, კომპანია სანოფი-ავენტისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში და სომხეთში

დებატებში მონაწილეობა მიიღეს ბ-ნმა ამირან გამყრელიძემ (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლობა საქართველოში), ქ-ნმა ნაილი შენგელიძემ (წამლის სააგენტო), ქ-ნმა ეკა პაატაშვილმა (შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტი) და ასევე სხვა დამსწრე სტუმრებმა.

დამსწრეთა უმრავლესობა დაეთანხმა მომხსენებელთა მიერ წარმოდგენილი თემების აქტუალობას და იმ მოსაზრებას, რომ საქართველოს რეგულატორული გარემო საჭიროებს სრულყოფას, რათა სრულად უპასუხოს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში და კერძოდ ფარმაცევტულ სექტორში შექმნილ საჭიროებებსა და მოთხოვნებს და ასეთი ცვლილებები მხოლოდ წაადგება საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხო, ეფექტური და ხელმისაწვდომი მედიკამენტებით უზრუნველყოფას.
გამოითქვა მოსარება, რომ ასეთი ტიპის შევედრები უნდა ჩატარდეს რეგულარულად, რაც კიდევ მეტად გააღრმავებს ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის თანამშრომლობას.