012

siaxleebi

2023-05-03

ასოციაციის "რეგულატორული სამუშაო ჯგუფი"

ასოციაციაში შეიქმნა მუდმივმოქმედი რეგულატორული ჯგუფი, რომლის საქმიანობის მთავარ მიზანსაც წარმოადგენს, ფარმაცევტულ პროდუქციასთან დაკავშირებულ, რეგულატორულ საკითხებზე მუშაობა.

აღნიშნული ჯგუფის კოორდინატორად, ჯგუფის წევრების მიერ, არჩეული იქნა სოფიო ფიფია, კომპანია ნოვარტის ფარმა.

2023-03-27

საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება

27 მარტს, ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, გაიმართა  საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის, 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. 

კონფერენცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გახსნა. შეხვედრის მონაწილეებს, სიტყვით, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა მიმართა. 

აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ბ-ნი ირაკლი მარგველაშვილი.

იხ. ფოტო

 

2023-03-22

ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები

22 მარტს, გაიმართა ასოციაციის გამგეობის მორიგი არჩევნები. გამგეობის წევრებად არჩეული იქნენ: მ.ხეცურიანი (სერვიე) , მ.ასათიანი (როშე), მ. მაისურაძე (ასტრა ზენეკა), ხ. უგრეხელიძე (ასინო ფარმა), გიორგი ღვინეფაძე.
გამგეობის თავჯდომარედ ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა ქ-ნი მაკა ასათიანი.

2023-03-06

იშვიათი დაავადებების მსოფლიო დღე

28 თებერვალს მსოფლიო იშვიათი დაავადებების დღეს აღნიშნავს. ამ წლის მთავარი გზავნილია „გააზიარე შენი ფერები“.
იშვიათი დაავადებების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში გენეტიკური და იშვიათი დაავადებების საქართველოს ფონდის (GeRaD) მხარდაჭერით მოეწყო.
ღონისძიებას ექიმები, პაციენტები, პაციენტის ოჯახის წევრები, სამთავრობო სექტორის და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
შეხვედრაზე მოწვეულმა სპიკერებმა იშვიათი დაავადების დიაგნოსტირების, მართვის საკითხების, სიმძიმეებისა და მკურნალობის მიმართულებით დღეს არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს.
აღნიშნულ ღონისძიებას, დაესწრო ასოციაციის დირექტორი ბატონი ირაკლი მარგველაშვილი და ასოციაციის გამგეობის თავჯდომარე ქალბატონი მაკა ასათიანი.

2023-02-20

ფარმაცევტული სექტორის სტრუქტურა - ირაკლი მარგველაშვილის კომენტარი, საინფორმაციო პორტალზე jandacva.ge

ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი მარგველაშვილის კომენტარი, საინფორმაციო პორტალ jandacva.ge-ზე, საქართველოში აფთიაქების რაოდენობასთან დაკავშირებით.

აღნიშნული სტატია იხილეთ ბმულზე.

2022-11-10

მემორანდუმის გაფორმება, ჯანდაცვის სექტორსა და დარგობრივი უნარების ორგანიზაციას შორის

პროფესიული უნარების სააგენტომ, ჩამოაყალიბა, დარგობრივი უნარების ორგანიზაციების (დუო) საინიციატივო ჯგუფები.
ამჟამად, დარგობრივი უნარების ორგანიზაციების შესახებ მემორანდუმი, გაფორმდა ჯანდაცვისა და პერსონალური მომსახურებების სექტორთან და ჩამოყალიბდა დუოს საინიციატივო ჯგუფი. აღნიშნულ მემორანდუმს, ხელი მოაწერა, ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის დირექტორმა, ბატონმა ირაკლი მარგველაშვილმა.

მემორანდუმების მიზანს წარმოადგენს, დუოს განვითარების სტრატეგიის შემუშავება, სექტორში არსებული დარგობრივი გაერთიანებების კონსოლიდაცია და კანონმდებლობით გათვალისწინებული დუოს ფუნქციების განხორციელება, პროფესიული უნარების სააგენტოსთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა უნარების დარგობრივი პოლიტიკის შესახებ ისაუბრეს და დუოს სამომავლო გეგმების შესახებ იმსჯელეს.

აღსანიშნავია, რომ ჯანდაცვისა და პერსონალური მომსახურებების დუო აერთიანებს ფარმაციის, სტომატოლოგიის, საექთნო საქმის, სილამაზის და პერსონალური მომსახურებების და სხვა მიმართულებების შესაბამის ბიზნეს გაერთიანებებს.

ფოტომასალა აღნიშნული ღონისძიებიდან, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

2022-09-29

ასოციაციის მონაწილეობა, აშშ სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის 125 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებებში

ფარმაცვეტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაცია საქართველოში, 2015 წლიდან დღემდე, წარმოდგენილია აშშ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ფილიალის მრჩველთა საბჭოში. ასოციაციას წარმოადგენს აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი.

2022 წელს სან-დიეგოს სახელმწიფო უნვერსიტეტი, (SDSU) აღნიშნავს თავისი არსებობის 125 წლისთავს და ამ მნიშვნელოვან თარიღს, ქ. სან-დიეგოში, მიეძღვნა მასშტაბურო ღონისძიებები, რომლებშიც მონაწილეობის მისაღებად SDSU-ს მიერ, სან-დიეგოში მიწვეული იქნენ SDSU Georgia-ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები.  ასოციაციის სახელით ღონისძიებებს დაესწრო, აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი.

ღონისძიებებში მონაწილეობისათვის, საქართველოდან გაემგზავრა, მეტად წარმომადგენლობითი დელეგაცია. საქართველოს მთავრობას წარმოადგენდა, განათლების მინისტრი, ბატონი მიხეილ ჩხენკელი. დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, შედგა სამუშაო ვიზიტები სან-დიეგოს უნივერსიტეტის პრეზიდენტთან და სხვა ხელმძღვანელებთან, განხორციელდა სამუშაო ვიზიტი მექსიკაში (ქ.ტიჰუანაში) SDSU-ს პარტნიორ უნივერიტეტში - Baha California. ხელმოწერილი იქნა თანამშრომლობის გაგრძელების მემორანდუმი, საქართველოს მთავრობასა და SDSU -ს შორის. შედგა შეხვედრა SDSU -ს სან დიეგოს კამპუსში სასწავლებლად მყოფ  ქართველ სტუდენტებთან.

 ფოტომასალა აღნიშნული ღონისძიებიდან, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

 

.

2022-08-04

კონფერენცია "საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ"

25-26 ივლისს, ქ.ბათუმში, გაიმართა საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო ყოველწლიური კონფერენცია -„საქართველო კონტრაფაქციისა და მეკობრეობის წინააღმდეგ". ასოციაციის სახელით, აღნიშნულ კონფერენციაში, მონაწილეობა მიიღო, ასოციაციის აღმასრულებელმა დიექტორმა, ბატონმა ირაკლი მარგველაშვილმა და პრეზენტაცია გააკეთა ასოციაციის გამგეობის წევრმა, ქალბატონმა მაიკო ხეცურიანმა.

ღონისძიებაზე  წარმომდგენილი იყო მრავალი საერთაშორისო  და ადგილობრივი ორგანიზაცია და კომპანიები, ასევე საერთაშორისო სპიკერები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის  და ჯანდაცვის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები. ასევე ესწრებოდა ფარმაცევტული კომპანიების ასოციაცია, დისტრიბუტორული კომპანიები ავერსი, პსპ ფარმა, სადაზღვევო კომპანია არდი, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების ასოციაცია.

იხ ფოტო.

2022-06-13

ასოციაციის ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები

13 ივნისს, გაიმართა ასოციაციის გამგეობის მორიგი არჩევნები. გამგეობის წევრებად არჩეული იქნენ: მ.ხეცურიანი (სერვიე) , მ.ასათიანი (როშე), მ. მაისურაძე (ასტრა ზენეკა), ხ. უგრეხელიძე (ასინო ფარმა), გიორგი ღვინეფაძე.
გამგეობის თავჯდომარედ ხმათა უმრავლესობით არჩეული იქნა ქ-ნი მაკა ასათიანი.

2022-04-08

საქველმოქმედო სადილის დაფინანსება სააღდგომოდ

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციამ, წინა წლების მსგავსად, სააღდგომოდ დააფინანსა 3 დღის უფასო სადილი სათნოების სახლ "კათარზისში", რომლის განმავლობაშიც 1000-ზე მეტი ადამიანი მიღებს უფასო სადილს.