012

siaxleebi

2010-09-30

ასოციაციის მონაწილეობა ორგანიზაციის " პარტნიორობა სოციალური ინიციატივისათვის" ორგანიზებულ დებატებში

არასამთავრობო ორგანიზაციამ " პარტნიორობა სოციალური ინიციატივისათვის" სასტუმრო "ბეტსის" საკონფერენციო დარბაზში გამართა დებატები თემაზე "წამალზე დანახარჯები საქართველოში". დაწვრილებითი ინფორმაცია PSI -შესახებ და  დეტალები აღნიშნული ღონისძიების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ბმულებზე http://www.psidiscourse.ge/geo/ და  http://www.youtube.com/watch?v=Pf8g-4yfmDk

2010-08-04

ასოციაცია აფორმებს ურთიერთგაგების მემორანდუმს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ოფისში ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურსა და ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლეთა ასოციაციას შორის საქართველოში. მემორანდუმი განსაზღვრავს ხელმომწერ მხარეთა შორის თანამშრომლობის პრინციპებს, რაც ხელს შეუწყობს დაინტერესებული მხარეების ხარისხიანი და ობიექტური სტატისტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფას. 

2010-07-21

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების სპონსორობა

ასოციაციას და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის  (თსსუ) ხელმძღვანელობას შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც ასოციაცია გაუწევს სპონსორობას თსსუ-ს 80 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ჩატარებას, რომლებიც იგეგმება 2010 წლის შემოდგომაზე.

2010-06-09

ასოციაციის მონაწილეობა ფარმაცევტული მწარმოებლების და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის IFPMA საბჭოს შეხვედრაში (ბორდო, საფრანგეთი)

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში 9-10 ივნისს გაიმართა ფარმაცევტული მწარმოებლების და  ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის IFPMA წევრი ასოციაციების ხელმძღვანელების შეხვედრა და საბჭოს სხდომა. შეხვედრას ესწრებოდნენ ეროვნული ფარმაცევტული  ასოციაციების ხელმძღვანელები მსოფლიოს 30-ზე მეტი ქვეყნიდან, IFPMA -ს პრეზიდენტი  ჰარუო ნაიტო,   IFPMA -ს გენერალური დირექტორი  ედუარდო პიზანი, ინტელექტუალური საკუთრების  დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის WIPO გენერალური დირექტორი ფრანსის ჟური. ჩვენი ასოციაცია წარმოდგენილი იყო ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ირაკლი მარგველაშვილის და გამგეობის თავჯდომარეს მარინა გიორგობიანის სახით.

მარცხნიდან მარჯვნივ: IFPMA -ს გენერალური დირექტორი  ედუარდო პიზანი, APCRG გამგეობის თავჯდომარე მარინა გიორგობიანი, APCRG აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი, IFPMA -ს პრეზიდენტი ჰარუო ნაიტო

APCRG აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი მარგველაშვილი და WIPO გენერალური დირექტორი ფრანსის ჟური

2010-05-31

შეხვედრა ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით

ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ი.მარგველაშვილმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის  მიერ ორგანიზებულ მუშა შეხვედრაში, რომელიც შედგა  ბიზნესის სხვადასხვა დარგის წარმომადგენელი ასოციაციების ხელმძღვანელებსა  და საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველს,  ბატონ გიორგი პერტაიას შორის. შეხვედრის თემა იყო  საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის პროექტი და ბიზნეს სექტორის მონაწილეობა მისი სრულყოფის პროცესში.

2010-05-06

შეხვედრა საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურთან

ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ი.მარგველაშვილმა მიიღო მონაწილეობა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის  მიერ ორგანიზებულ მუშა შეხვედრაში, რომელიც შედგა  ბიზნესის სხვადასხვა დარგის წარმომადგენელი ასოციაციების ხელმძღვანელებსა  და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელ დირექტორს, ბატონ ზაზა ჭელიძეს შორის. შეხვედრის თემა იყო სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ მომზადებული ინფორმაციის სრულყოფა და ახალი პროდუქტების შეთავზება ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნით. ჩვენი ასოციაციის ურთიერთობა საქსტატთან გაგრძელდება  ურთიერთთანამშრომლობის რეჟიმში. ინფორმაცია საქსტატის შესახებ შეგძლიათ ნახოთ ვებ გვერდზე www.geostat.ge

2010-03-16

2010 წლის 16 მარტს საკონფერენციო დარბაზში თბილისი ივენთ ჰოლი ჩატარდა ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის საზეიმო პრეზენტაციის ღონისძიება

2009-11-25

ჩვენი ასოციაცია მიღებული იქნა ფარმაცევტული მწარმოებლების და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის IFPMA წევრად

ფარმაცევტული მწარმოებლების და ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია IFPMA (ცენტრალური ოფისი მდებარეობს ჟენევაში, შვეიცარია) არისგლობალური არაკომერციული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც წარმოადგენს გამოკვლევებზე დაფუძნებულ ფარმაცევტულ, ბიოტექნოლოგიურ დავაქცინების სექტორებს. IFPMA აერთიანებს მსოფლიოში ლიდერ 27 საერთაშორისო ფარმაცევტულ კომპანიას და ფარმაცევტული ინდუსტრიის წარმომადგენელ ასოციაციებს მსოფლიოს როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებადი 44-ზემეტი ქვეყნიდან. დაწვრილებითი ინფორმაცია IFPMA-ის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე www.ifpma.org

2009-11-09

კომპანიები Merck და Schering-Plough გაერთიანდა

დასრულდაკომპანიების   Merck და Schering-Plough გაერთიანება.  გაერთიანებულიკომპანიისსახელწოდებააშშ-სსაზღვრებსგარეთიქნება MSD ხოლოაშშ-შისახელწოდებაიქნება Merck.

2009-09-09

ასოციაციაში მიღებულია ახალი წევრი -Schering-Plough Central EAST AG

კომპანია Schering-Plough Central EAST AG-სსაქართველოსწარმომადგენლობა მიღებულია  ასოციაციისწევრად.